„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 03/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
588
02/08/2010
სსმ, 95, 03/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 588

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის:

ა.ა) მე-5 მუხლში სიტყვები: „გენერალური პროკურორის,“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს მთავარი პროკურორის,“ ხოლო სიტყვები: „საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის,“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის,“;

ა.ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს დაჯილდოების ფურცელთან ერთად უგზავნის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (რეგისტრაციის ადგილის მითითებით) და პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით – თუ შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოსათვის გათვალისწინებულია ერთდროულ ფულადი პრემიის გაცემა, ხოლო სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შემთხვევაში – აგრეთვე სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს.“;

ა.გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ა.დ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

    მუხლი 81.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური დაჯილდოებულ პირზე ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს;

ბ) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს რეგისტრაციის ადგილის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებულ ცნობას, ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;

დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).“;

ა.ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

საქართველოს ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება, ხოლო შესაბამისი მოწმობის დუბლიკატი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის მიერ იმავე პირობის არსებობისას.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში:

ბ.ა) სიტყვები: „მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „მოქალაქეობის, სახელმწიფო ჯილდოებისა და შეწყალების საკითხთა სამსახური“;

ბ.ბ) დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ ცხრილის მეექვსე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვის გადაეცა (ორგანიზაცია, გვარი, სახელი, თანამდებობა, ტელეფონის №, პირადობის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მოწმობის ნომერი“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი