,,საქართველოს საპატრიარქოსათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. სქურში მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (12.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. სქურში მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (12.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 01/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
329
27/06/2008
სსმ, 93, 01/07/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. სქურში მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (12.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №329

2008 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. სქურში მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (12.0 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის 506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. სქურის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ წალენჯიხის სატყეო უბანში (ყოფილი წალენჯიხის სატყეო) გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის წალენჯიხის სატყეო უბანში (ყოფილი წალენჯიხის სატყეო) კვარტალ 2-ის ლიტერ 13-ში 12.0 ჰა ფართობი;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი