დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 85, 14/07/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.014856 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.014.856
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №132
2010 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №158, მუხ. 1921) დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მაცნეს გამოცემა
მაცნე გამოდის ხუთ ნაწილად:
ა) ნაწილი I – საკანონმდებლო აქტები;
ბ) ნაწილი II – საერთაშორისო ხელშეკრულებები;
გ) ნაწილი III – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) ნაწილი IV – საინფორმაციო ნაწილი (ლიცენზიები და ნებართვები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რეაბილიტაცია, საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, ნაშრომების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გამოქვეყნება);
ე) ნაწილი V – ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები