„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემისა და პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემისა და პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.038.015038
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
128
23/08/2010
სსმ, 104, 25/08/2010
040030000.22.038.015038
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემისა და პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/08/2010 - 21/07/2015)

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემისა და პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების თაობაზე

    სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.038.015.038

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება 128

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემისა და პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების თაობაზე

2009 წლის 3 ნოემბრის №1933 – IIს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა, პრობაციის ოფიცრის სამსახურებრივი ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართი №1 შესაბამისად.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

დანართი 1

ემბლემა

 

 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში პრობაციის ეროვნული სააგენტო) ემბლემა წარმოადგენს შინდისფერი ფერის მრგვალ ფარს, რომლის ველზეც გამოსახულია ოქროსფერკანტიანი სიმბოლური ფარი. ფარის შინდისფერ ველზე გამოსახულია სტილიზებული ოქროს ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც გადაშლილი შინდისფერი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს.

 ფარს ორი ოქროს ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის შინდისფერ ველზე გამოსახულია ოქროსფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”, ,,პრობაციის ეროვნული სააგენტო“.

                     

პლანშეტი 1

ყოველდღიური ფორმა – შავი ფერის შარვალი; მუქი წითელი პიჯაკი (ფრენჩი); შავი კეპი; თეთრი პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა

ყოველდღიური ფორმა (მოსამსახურე ქალისათვის) – შავი ფერის შარვალი ან ქვედა კაბა; მუქი წითელი პიჯაკი (ფრენჩი); შავი კეპის; თეთრი პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა

 

პლანშეტი 2

ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო)  – შავი ფერის შარვალი; შავი კეპი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი.

პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ყოველდღიური ფორმა (საზაფხულო) – შავი ფერის შარვალი; შავი კეპი; მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი გახსნილი საყელოთი; რუხი მაისური;

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 3

ყოველდღიური ფორმა შავი ფერის შარვალი; შავი პიჯაკი (ფრენჩი); შავი კეპი; თეთრი პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 4

ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო) შავი ფერის შარვალი ან შავი ფერის ქვედა კაბა; შავი კეპი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი.

ყოველდღიური ფორმა (საზაფხულო) შავი ფერის შარვალი ან შავი ფერის ქვედა კაბა; შავი კეპი; მოკლე- სახელოებიანი თეთრი პერანგი გახსნილი საყელოთი; რუხი მაისური.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 5

ყოველდღიური ფორმა შავი ფერის შარვალი ან შავი ფერის ქვედა კაბა; შავი პიჯაკი (ფრენჩი); შავი კეპი; თეთრი პერანგი; მუქი წითელი ჰალსტუხი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ყოველდღიური ფორმა (ზამთრის საოფისე) – შავი ფერის შარვალი ან შავი ფერის ქვედა კაბა; შავი ფერის სვიტერი; შავი წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 6

ყოველდღიური ფორმა (ზამთრის) შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; შავი კეპი; მუქი წითელი ყელსახვევი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ყოველდღიური ფორმა (ზამთრის) შავი ფერის შარვალი ან შავი ფერის ქვედა კაბა; შავი ფერის ქურთუკი; შავი კეპი; მუქი წითელი ყელსახვევი.

წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

 

პლანშეტი 7

სამკლაური ემბლემა სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. მუქ წითელ ველზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემის დეტალი  –ოქროს ლომი.

ქუდის ემბლემა – სამსახურის დასახელების აბრევიატურა „პ – ე-ს“ და ემბლემის ერთობლივი სტილიზებულ კომპოზიცია.

 

 

 

 

პლანშეტი 8

 

3. იუსტიციის პოლკოვნიკი

სამხრემუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე).

2. იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე).

1. იუსტიციის მაიორი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი დიდი ვარსკვლავი.

7. იუსტიციის კაპიტანი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

6. იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი სამი ვარსკვლავი (მცირე).

5. იუსტიციის ლეიტენანტი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი ორი ვარსკვლავი (მცირე).

4. იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ვერცხლისფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე).

12. იუსტიციის ზემდეგი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ვერცხლისფერი ფართო ზოლი.

11. იუსტიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ვერცხლისფერი ზოლი (მცირე).

10. იუსტიციის სერჟანტი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ვერცხლისფერი ზოლი (მცირე).

9. იუსტიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ვერცხლისფერი ზოლი (მცირე).

8. იუსტიციის რიგითი

სამხრე – მუქი წითელი ფერის სამხრე (მანჟეტი).