„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 24/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 25/08/2010
ძალაში შესვლის თარიღი 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 220010050.11.004.015037
  • Word
8
24/08/2010
სსმ, 104, 25/08/2010
220010050.11.004.015037
„სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.11.004.015.037

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება 8

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

  „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის, მე-9 მუხლის “ბ“ პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის 22 მაისის №6 დადგენილებით (სსმ III, 27.05.2009 წ., №64, მუხ. 715) დამტკიცებულ „სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსად ცხადდება სავაჭრო სისტემაში გასაანგარიშებელი პერიოდის განმავლობაში ბანკთაშორის დადებულ სპოტ გარიგებათა გათვალისწინებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი კურსი. ბანკთაშორის დადებულ გარიგებებში იგულისხმება საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც გარიგების ერთ-ერთ მხარესთან, დადებული გარიგებებიც.“.

2. წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრისას კურსის გასაანგარიშებელ პერიოდში დადებულ გარიგებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება იმ წინა ერთი საბანკო დღის გასაანგარიშებელ პერიოდში დადებული გარიგებები, როდესაც დაფიქსირდა სულ მცირე ერთი სავალუტო გარიგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გასაანგარიშებელ პერიოდში სავაჭრო სისტემაში დადებულ იმ ბანკთაშორის გარიგებათა რაოდენობა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში, სამი ან სამზე ნაკლებია;

ან

ბ) სავაჭრო სისტემაში გასაანგარიშებელ პერიოდში დადებულ ბანკთაშორის იმ გარიგებათა ჯამური ბრუნვა, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით მონაწილეობას იღებს ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში, 3 მლნ აშშ დოლარზე ნაკლებია.

    მუხლი 2.

ამ დადგენილების შესაბამისად, სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი ამოქმედდეს 2010 წლის 31 აგვისტოდან.

    მუხლი 3.

ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

საბჭოს თავმჯდომარე გ. ქადაგიძე