„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 03/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200220020.22.033.015129
  • Word
698
02/09/2010
სსმ, 110, 03/09/2010
200220020.22.033.015129
„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.015.129

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 698

2010 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2325) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-3 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 პუნქტი:

„84. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის მიმღების შესახებ მონაცემები (სახელწოდება ან სახელი და გვარი, მისამართი და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) არ არსებობს ან არასრულად არის წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდის გზავნილის მიმღების დადგენას, და საფოსტო გზავნილი აღრიცხვის მოწმობის გამოწერით გადაეცემა გადამზიდველს, საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობებისას „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ არ წარედგინება და საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ დამოწმებული აღრიცხვის მოწმობით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:

„211. ამ მუხლის 84 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქონლის დროებითი დასაწყობების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა აითვლება საქონელზე შევსებული დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.“.

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი.“.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებით შენახვაზე განთავსება ხორციელდება ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით განაცხადის (დანართი №1) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   პ. პეტრიაშვილი