დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 12/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.273 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №139
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, ტერიტორიული ორგანოებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.”.
2. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) გენერალური ინსპექცია;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი;
დ) ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მომზადების დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტი;
თ) საკადრო რესურსების მართვის სამსახური;
ი) ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახური;
კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
ლ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური;
მ) რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური;
ნ) მიწის მართვის სამსახური;
ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამსახური;
პ) წყლის რესურსების მართვის სამსახური;
ჟ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური;
რ) კლიმატის ცვლილების სამსახური;
ს) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველო;
დ) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ე) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ვ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო.
3. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) გარემოს დაცვის ინსპექცია;
ბ) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი;
გ) დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;
დ) გეოლოგიის დეპარტამენტი;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
ვ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი.
4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი „სტიქია”;
ბ) კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი;
გ) სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრი;
დ) გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დისტანციური კვლევების ცენტრი;
ე) სპეციალური (სამხედრო) დანიშნულების გეოლოგიური კვლევების ცენტრი „სპეცგეო”;
ვ) საქგეოლფონდი;
ზ) გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი;
თ) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური;
ი) საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო;
კ) საქგეოლექსპერტიზა;
ლ) საქტყეპროექტი;
მ) ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ნ) აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ო) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;
პ) ლიახვის სახლმწიფო ნაკრძალი;
ჟ) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი;
რ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი;
ს) ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი;
ტ) ქობულთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი;
უ) გარდაბნის სახელმწიფო აღკვეთილი;
ფ) ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილი;
ქ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი;
ღ) ივრის სახელმწიფო აღკვეთილი;
ყ) კაცობურის სახელმწიფო აღკვეთილი;
შ) ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილი;
ჩ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი;
ც) კოლხეთის ეროვნული პარკი;
ძ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი;
წ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალი;
ჭ) გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ხ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი;
ჯ) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი;
ჰ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი;
ჰ.ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
ჰ.ბ) საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური;
ჰ.გ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური;
ჰ.დ) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი;
ჰ.ე) იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი;
ჰ.ვ) გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.ზ) შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ჰ.თ) გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ჰ.ი) საქსახმიწპროექტი;
ჰ.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი;
ჰ.ლ) სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი;
ჰ.მ) კოსმოსური სააგენტო.
5. სამინისტროს სისტემაში არიან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები.
6. აჭარისა და აფხაზთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.”.
3. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაა:
ა) გენერალური ინსპექციის კომპეტენციაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის კომპეტენციაა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა, ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება;
დ) ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
დ.ა) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
დ.ბ) მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება:
დ.გ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
დ.დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
დ.ე) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ე.ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის, მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავება;
ე.ბ) გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და განვითარების უზრუნველყოფა;
ე.გ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
ე.დ) მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მომზადების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ვ.ა) უცხოელ პარტნიორებთან სამინისტროს ურთიერთობებში მონაწილეობა და ამ ურთიერთობების მონიტორინგი, სამინისტროს კომპეტენციის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი, ასეთ ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობა;
ვ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტებისა და პროგრამების მომზადება და მომზადებაში მონაწილეობა, ასევე ამ სახის ეროვნული, რეგიონალური და გლობალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი, შესაბამისი დავალების საფუძველზე კი – მიმდინარეობის კონტროლი;
ზ) იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციია სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა;
თ) საკადრო რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაა:
თ.ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება;
თ.ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
თ.გ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
თ.დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზიების მოწყობა;
თ.ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება;
თ.ვ) სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
თ.ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;
თ.თ) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებზე;
ი) ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციაა მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და საქმიანობის გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება;
კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ლ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:
ლ.ა) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობა;
ლ.ბ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ლ.გ) საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ლ.დ) გარემოსდაცვით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლ.ე) საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
მ) რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ნ) მიწის მართვის სამსახურის კომპეტენციაა მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა განხორციელება, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა;
ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამსახურის კომპეტენციაა ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
პ) წყლის რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაა წყლის რესურსების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ჟ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის კომპეტენციაა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
რ) კლიმატის ცვლილების სამსახურის კომპეტენციაა საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგანოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქტობრივი პროგნოსტიკული ინფორმაციით უზრუნველყოფა;
ს) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპეტენციაა ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.”.
4. დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. რეორგანიზებულ იქნეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურად.
6. რეორგანიზებულ იქნეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია და მის ბაზაზე შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ტერიტორიული ორგანო – შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესასრულებლად.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები