დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 30/06/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №316
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრისათვის ჰეიდარ ალიევის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 ივნისის №216 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში – თეატრი).“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები