კახაბერ ვარადაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ

  • Word
კახაბერ ვარადაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 287/02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/09/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 07/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
287/02
30/09/2010
სსმ, 74, 07/10/2010
კახაბერ ვარადაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 287/02

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

კახაბერ ვარადაშვილის კომერციული ბანკის ლიკვიდატორად დანიშვნის შესახებ

 „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის           11 ივლისის №159 ბრძანების საფუძველზე, ბ:

1. დაინიშნოს კახაბერ ვარადაშვილი (პირადობის მოწმობა Nდ0966165, პირადი N01014000880), 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე სს „საფოსტო ბანკის“, სს „აგროინვესტბანკის“, შპს კბ „იბერიაბანკისა“ და სს „ივერთბანკის“ ლიკვიდატორად, გაფორმდეს მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და მასში განესაზღვროს შრომითი ანაზღაურების ოდენობა.

2. დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპარატს უზრუნველყოს აღნიშნული აქტის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება ბეჭდვით ორგანოში, სებ-ის ვებგვერდზე და მისი წარდგენა სს „საფოსტო ბანკის“, სს „აგროინვესტბანკის“, სს „იბერია ბანკისა“ და სს „ივერთბანკის“ მარეგისტრირებელ ორგანოებში სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე