დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 12/07/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.025.014847 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.014.847
საქართველოს ენერგეტიკის
მინისტრის ბრძანება №33
2010 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებით (სსმ III, 2009 წელი, №137, მუხლი 1581) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე და კოორდინირებულად თანამშრომლობს სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ხოლო სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებული არიან მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილეების წინაშე.“.
3. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.
4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. შიდა აუდიტის დეპარტამენტი:
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს;
ბ) ახორციელებს მონიტორინგს წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის დეპარტამენტში აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
გ) ასრულებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის საფუძველზე.
3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის მიზნებია: საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით:
ა) სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა, კანონიერების, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპის დაცვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მისი შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
5. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების განსაზღვრა, შეფასება და მის სამართავად სათანადო ზომების მიღება;
ბ) სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების შემოწმება;
დ) სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
ე) სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება.
ვ) სამინისტროს და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედების კანონიერების დაცვისა და მათ მიერ ჩადენილი გადაცდომის სამსახურებრივი შემოწმება. განცხადებების განხილვა ამ პირთა მიერ საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების დარღვევის შესახებ, რამაც ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესებს ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;
ზ) სამინისტროს მოხელეთა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა;
თ) სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრევენცია;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა აუდიტის შესაბამისი სახეების გამოყენებით. შიდა აუდიტის პროცესი მოიცავს აუდიტის დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშგებასა და გაწეული რეკომენდაციების შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი ზომების მიღებას.
7. შიდა აუდიტის დაწყების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული შიდა აუდიტორული დავალება. შესამოწმებელ ობიექტს შემოწმების დაწყებამდე წარედგინება შემოწმების განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა.
8. შემოწმება ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გამოთხოვით, ან/და, საჭიროებიდან გამომდინარე, ტარდება შესამოწმებელ ობიექტზე გასვლით. შესწავლის მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიძახოს სამინისტროს ან მისი სისტემის შესაბამისი მოსამსახურე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ახსნა-განმარტება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.
9. შემოწმების შედეგები არ შეიძლება გახდეს საჯარო შესაბამისი დასკვნის შედგენამდე.
10. შიდა აუდიტის საფუძველზე მინისტრს წარედგინება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ძირითად მოთხოვნებს.
11. დასკვნაში დეტალურად აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალების, გამოვლენილი ფაქტების და სხვა მტკიცებულებების შესახებ, მათი ანალიზი და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები.
12. სამინისტროს ან მისი სისტემის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის დეპარტამენტთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა ან/და ქმედების განხორციელება.
13. შიდა აუდიტის დეპარტამენტი რისკების შეფასების საფუძველზე ადგენს სტრატეგიულ და წლიურ გეგმას:
ა) სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან, იგი მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული სტრატეგიული გეგმა თანხმდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან;
ბ) სტრატეგიული გეგმის მხარდაჭერის მიზნით და მის საფუძველზე, დგება წლიური გეგმა, რომელშიც კონკრეტულად უნდა აისახოს განსახორციელებელი აუდიტის ვადები, მოქმედების სფერო, ამოცანები, აუდიტის მეთოდები, სახეები.
14. შიდა აუდიტის დეპარტამენტი, დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ, ყოველ კვარტალში, მინისტრს და „სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს“ წარუდგენს ანგარიშს. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით შედგენილი წლიური ანგარიშის ასლი წარედგინება სახელმწიფო შიდა აუდიტის ეროვნულ ცენტრს, მიმდინარე წლის არა უგვიანეს 31 იანვრისა. ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) თითოეული აუდიტისა და ინსპექტირების სრული შინაარსი;
ბ) საანგარიშო პერიოდში აუდიტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევები;
გ) აღმოჩენილი საერთო და კონკრეტული სისუსტეები;
დ) მონაცემები კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ვ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი რეკომენდაციების თაობაზე.
15. შიდა აუდიტის დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას თანამშრომლობს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით კონტროლის პალატასთან ერთად განიხილავს აუდიტის გეგმებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რესურსებისა და ძალისხმევის დუბლირება.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივლისიდან.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები