დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ოქტომბრის №732 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 12/07/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.22.038.014850 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.22.038.014.850
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №105
2010 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ოქტომბრის №732 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ოქტომბრის №732 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2009, №136, მუხ. 1553) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურასა და სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:“
ა) სამედიცინო ანალიზის, კონტროლისა და მომარაგების სამმართველო;
ბ) სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო.“
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამედიცინო ანალიზის, კონტროლისა და მომარაგების სამმართველო
სამედიცინო ანალიზის, კონტროლისა და მომარაგების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს;
ბ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კონტროლს;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებისას დარღვევების გამოვლენას, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ოქმების შედგენას, გაანალიზებას, მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი მინისტრის მოადგილესთან და მინისტრთან, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას, კომპეტენციის ფარგლებში საჩივრების განხილვას, ექსპერტთა მოწვევას ან სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნას;
ე) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმდინარეობის კონტროლს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმებას, კანონით დადგენილი კვების რაციონისა და რეჟიმის კონტროლს;
ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნას, საინფორმაციო ბაზის ფორმირებას, ანაგარიშების შედგენას და ანალიზს;
ზ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებისათვის საჭირო სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის მიღება-დამუშავებასა და მათ განაწილებას, შემდგომი ხარჯვისა და აღრიცხვის მონიტორინგს;
თ) ყოველთვიურად მიღებული და თვის ბოლოს გამოუყენებელი მედიკამენტების ნაშთის აღრიცხვასა და მის კონტროლს;
ი) სამედიცინო დანიშნულების საქონლის ნუსხის შედგენას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას და საქონლის განაწილებას;
კ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის სასიცოცხლო აუცილებელ სამკურნალო საშუალებათა ჩამონათვლის დადგენას და აღნიშნული ჩამონათვლის გადასინჯვას;
ლ) ყოველი წლის ბოლოს მომავალი წლისათვის ახალი, გადასინჯული სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და სამკურნალწამლო ნუსხის შედგენას;
მ) სამედიცინო დანიშნულების საგნების შესასყიდად სატენდერო კომისიის კონსულტაციურ დახმარებას და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას.
4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო
სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) ამბულატორიული და ჰოსპიტალური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების ორგანიზებას, საფინანსო-ეკონომიკურ პროგნოზირებასა და სამომავლო ბიუჯეტის შედგენას;
ბ) კონტრაქტორ ჰოსპიტალურ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების პირობების მომზადებას, გაფორმებული ხეშეკრულებების შესრულების ანგარიშების შედგენას;
გ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების მიმდინარეობის, შესრულებისა და ანგარიშსწორების ზედამხედველობას;
დ) რეფერალური მომსახურების ორგანიზებას, დაავადებათა პრევენციასა და მართვას;
ე) სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ და მსჯავრდებულ ავადმყოფთა სამედიცინო კონსულტაციური და დიაგნოსტიკური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ვ) ამბულატორიული და ჰოსპიტალური უზრუნველყოფის სამედიცინო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშების შედგენას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საერთო ელექტრონული ბაზის შექმნას;
ი) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სასჯელაღსრულების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებას და სახელმწიფო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
კ) სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სამედიცინო კადრების შერჩევას, ასევე უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლს.“
6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“
7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 10 1 . სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს;
დ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებისას დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ახდენს შესაბამისი დოკუმენტაციისა და ოქმების განხილვა-გაანალიზებას, მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის დასმას, დარღვევების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების წარდგენას სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრისათვის;
ე) ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სასჯელაღსრულების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებას და ზედამხედველობს სახელმწიფო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ვ) ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სამედიცინო კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლს;
ზ) მონაწილეობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფ მსჯავრებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნით ერთობლივ კომისიაში;
3. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.“.
„8. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“.
9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სამედიცინო დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები
1. სამედიცინო დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩეველები;
ბ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები.
2. სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 12 ივლისიდან.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები