„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 295
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 10/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.004
  • Word
295
09/06/2008
სსმ, 82, 10/06/2008
130.060.000.08.002.004
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №295

2008 წლის 9 ივნისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №146 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №41, მუხ. 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ანალიტიკური დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შემოსული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას, ანალიზს, სისტემურ დამუშავებას და სამსახურის მიერ წარსადგენი დოკუმენტების მომზადებას;

ბ) ინფორმაციის დირექტორატი – უზრუნველყოფს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას როგორც ოპერატიული და ღია წყაროებიდან, ისე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

გ) ადმინისტრაციული დირექტორატი – ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო, სამეურნეო, ტექნიკურ, საქმისწარმოებით და საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

დ) უსაფრთხოების დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის ინსპექტირებას, საარქივო წარმოებას, სამსახურის მოსამსახურეების სპეციალურ შემოწმებას.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი