დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 04/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №285
2008 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიწების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
არჩილ ადამია – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
დავით ანდღულაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ნინო ბახტაძე – ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი
მირზა დევიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე
დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ზვიად ჭეიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
პაატა ჭიპაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი
ლაშა ჭკადუა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები