„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 04/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040040.22.033.016013
  • Word
759
01/10/2010
სსმ, 127, 04/10/2010
190040040.22.033.016013
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №759

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის 1321 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის 1321 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2007წ., 186, მუხ. 2105) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

     „მუხლი 201. არაფინანსური აქტივების მიღება, შენახვა და ანალიზური აღრიცხვა

1. არაფინანსური აქტივების მიღება და გასვლა ფორმდება შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებსაც ხელს აწერენ მიღებასა და გაცემაზე უფლებამოსილი პირები.

2. არაფინანსური აქტივების სპეციალურ სათავსოებში შენახვის შემთხვევაში სათავს უნდა უზრუნველყოფდეს არაფინანსური აქტივების მოვლა-შენახვის პირობების დაცვას, ასევე, ინვენტარიზაციის ჩატარებას ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.

3. სათავსში არაფინანსური აქტივების შემოსვლისას მატერიალურად პასუხისმგებელი პირი მომწოდებლის საბუთზე ან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს არაფინანსური აქტივების მიღებას.

4. აღრიცხვის ორგანიზებსა და მოვლა-შენახვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, ძირითად აქტივებსა და ფასეულობებს მიღებისას მიენიჭებათ საინვენტარო ნომრები, რომლებიც რჩებათ მოცემულ აქტივებს ორგანიზაციაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თითოეული საინვენტარო ნომრის მიხედვით იხსნება საინვენტარო ბარათი, სადაც მიეთითება შემდეგი რეკვიზიტები: მოდელი, ტიპი, მარკა, ქარხნული ნომერი, გამოშვების (დამზადების) თარიღი, ექსპლუატაციაში შესვლის აქტის თარიღი და ნომერი, ასევე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. გარდა ამისა, ჩაიწერება ობიექტის (საგნის) მოკლე ინდივიდუალური დახასიათება. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი აქტივებისა და ფასეულობების შემადგენლობაში შედის ძვირფასი ლითონები, დამატებით მიეთითება იმ დეტალების ჩამონათვალი, რომელთა შემადგენლობაშიც არის ძვირფასი ლითონები, ასევე, დეტალების დასახელება და პასპორტში ნაჩვენები ლითონის მასა. ორგანიზაციის შიგნით აქტივების გადაადგილებისას ამ ბარათის უკანა მხარეზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

5. მატერიალური მარაგების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს ბარათებზე, მატერიალური მარაგების თითოეული ჯგუფის (კატეგორიის) მიხედვით, დასახელების, ხარისხის, რაოდენობის, ფასის, მიღების თარიღისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მითითებით.

6. არაფინანსურ აქტივთა მიღებაზე, შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, კანონმდებლობის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. პასუხიმგებელი პირები აწარმოებენ ძირითადი აქტივებისა და ფასეულობების საინვენტარო სიებს.

7. პასუხიმგებელი პირების შეცვლისას ტარდება მათ პასუხიმგებლობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაცია, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.

8. ქაღალდის ბუღალტერიის წარმოებისას არაფინანსური აქტივების მოძრაობა აისახება კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფორმებში, ხოლო ელექტრონული სისტემების (კომპიუტერ(ებ)ის) მეშვეობით ბუღალტერიის წარმოებისას – შესაბამის ელექტრონულ ფორმებში.

9. ბუღალტერია პასუხისმგებელია აღრიცხვასა და ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების მიღებისა და გასვლის ქრონოლოგიურ და თავისდროულ ასახვაზე..

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი