დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე

  • Word
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.169.016004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
33
30/09/2010
სსმ, 38, 15/10/2010
040110030.35.169.016004
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2010 - 10/04/2012)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 3 0 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 194 მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს:

ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხა­დებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი 1-სა;

ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი 2-სა;

გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამა­დასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი 3-სა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალური ქონების პრივატი­ზებისას აუქციონსა და პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილება.

 3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მისი გამოქვეყნების­თანავე.

  4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზი ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                ლ. ბაღაშვილი

დანართი 1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისია

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №

“---------” “------------------------” 20     წ.                                                                       ქ. დედოფლისწყარო

        (რიცხვი, თვე, წელი)

 1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა: --------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მყიდველის მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

 2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართ­ველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების (შემდგომში –ქონება)

 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ქონების დასახელება, იურიდიული მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ნაკვეთის ფართობი კვ. მ-ში), ქონების სხვა აღწერილობა)

 ქონების საწყისი ფასი --------------------------- (-------------------------------------------------) ლარი

                                              (ციფრებით)                                             (სიტყვიერად)

 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 20 ---- წლის “-------” “-------------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

 შემოთავაზებული ფასის ------------------------ (----------------------------------------------------) ლარი

                                                                 (ციფრებით)                                                           (სიტყვიერად)

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  -------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ქონების დასახელება, იურიდიული მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ნაკვეთის ფართობი კვ. მ-ში), ქონების სხვა აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)

 4. მყიდველი ვალდებულია:

 აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე --------------------------------

 5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.

 7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

 8. მყიდველის მიერ ქონების საფასურის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

 9. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის ქონების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

 10. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 11. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

 12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).

 13. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება , თან ერთვის:

 ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;

 ბ) იმ შემთხვევაში , თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

 გ) იმ შემთხვევაში , თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 კომისიის თავმჯდომარე:/ ------------------------------- / /-------------------------------------------------/

                                                                            (ხელმოწერა)                                                          (სახელი, გვარი)

 გამარჯვებული (მყიდველი): /-------------------------------- / /------------------------------------------/

                                                                                    (ხელმოწერა)                                                (სახელი, გვარი)

 ---------------------------------- ბეჭდის ადგილი

დანართი 2

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისია

პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი

  “---------” “------------------------” 20 წ.                                                                       ქ. დედოფლისწყარო

               (რიცხვი, თვე, წელი)

 1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა: --------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) – ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მყიდველის მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)

 2. მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების (შემდგომში - ქონება)

 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ქონების დასახელება, იურიდიული მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ნაკვეთის ფართობი კვ. მ-ში), ქონების სხვა აღწერილობა)

 ქონების საწყისი ფასი ------------------------------- (-------------------------------------------------) ლარი

                                                                   (ციფრებით)                                                          (სიტყვიერად)

 3. შემდგომში პრივატიზების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააუქციონო კომისიის მიერ 20 --- წლის “-------” “-------------------------------” მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

შემოთავაზებული ფასის -------------------------- (-----------------------------------------------) ლარი

                                                       (ციფრებით)                                                         (სიტყვიერად)

  საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად , ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული --------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ქონების დასახელება, იურიდიული მისამართი, მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ნაკვეთის ფართობი კვ. მ-ში), ქონების სხვა აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)

4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური:

 --------------------------------------- (--------------------------------------------------------------) ლარი

                        (ციფრებით)                                                                              (სიტყვიერად)

 გადაიხადოს: ------------------------------------------------------------------------------------- ვადაში.

                                                                (აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში)

 შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ---------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

 ა) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ბ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 გ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 დ) და ა.შ.

 7. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე , არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობა სა და დაცვაზე.

 8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

9. მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და ------- თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

11. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

12. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებ­ლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

13. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.

14. მყიდველის მიერ ქონების საფასურის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

15. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის ქონების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან , მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით.

16. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

17. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

18. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).

19. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება , თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში , თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

 გ) იმ შემთხვევაში , თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით , წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისიი თავმჯდომარე:/ -------------------------- / /-----------------------------------------------/

                                                       (ხელმოწერა)                                                        (სახელი გვარი)

გამარჯვებული (მყიდველი): /-------------------------- / /-----------------------------------------------/  

                                                                             (ხელმოწერა)                                                (სახელი გვარი)

 ---------------------------------- ბეჭდის ადგილი