„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 03/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004
  • Word
281
30/05/2008
სსმ, 79, 03/06/2008
140.120.000.08.002.004
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №281

2008 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის    2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სისტემაში:

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე;

2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, დირექტორატის უფროსის მოადგილე;

3. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

4. სამსახურის განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;

5. სამსახურის განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი, სპეციალურ დავალებათა ოფიცერი;

6. სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი, უმცროსი ოპერატიული თანამშრომელი;

7. სამსახურის ოპერატიული მორიგე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი