„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ფორმების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ფორმების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 14-48
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.156.016013
  • Word
14-48
30/09/2010
სსმ, 38, 15/10/2010
040110000.35.156.016013
„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ფორმების დამტკიცების შესახებ" დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №14-48

2010 წლი30 სეტემბერი

ქ. დმანისი

დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ფორმების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლის თანახმად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) ფორმების დამტკიცების შესახებ” №12-35 დადგენილებაში (სსმ III, 13.09.2010, №25) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

1. დადგენილების სათაურიდან ამოღებულ იქნს სიტყვა ”(ხელშეკრულების) და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ”.

2. დადგენილების პირველი პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:

„ა) დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თანდართული ფორმა (დანართი №1);

ბ) დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თანდართული ფორმა  (დანართი №2).”.

3. დადგენილების პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდნენ თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2                                           

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                        . მგელაძე

 

 

დანართი 1

დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №-------

„-------” „-------- ------------------”                                                                                                  ქ.  დმანისი

      (რიცხვი, თვე, წელი)

 

წინამდებარე ოქმი გაიცა      

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

___________________________________________________________–აუქციონში გამარჯვებულ პირზე

 

 (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).

მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად,

__________________________________________________________________________________________

(ქონების დასახელება,  საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)

მდებარე -------------------------------------------------------------------------------          

                                                        (ქონების მისამართი)

ქონების საწყისი ფასი    ---------------;         (-----------------------------------------) ლარი.

                                                   (ციფრებით)                                (სიტყვიერად)

 

შემდგომი პრივატიზების მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ ____________________მოწყობიაუქციონზე, მის მიერ შემოთავაზებული ფასის: -------------------------------------------------------------.

                                                                       (ციფრებით)             (სიტყვიერად)

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

შემდგომში ქონება_______________________________________________________________________

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე, საკადასტრო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი კვ.მ-ში,  ქონების სხვა აღწერილობა)

მყიდველი (გამარჯვებული) ვალდებულია:

ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშზე N – მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;__________________________________________________________________

ბ) საკუთრების დადასტურებამდე არ გაასხვისოს, არ დააგირაოს და სხვაგვარად არ დატვირთოს ქონება.

თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მას არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი “ბე” ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია;

მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას.

ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ოქმი  შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.

ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:

1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სააუციონო კომისიის თავმჯდომარე:                                                                   

                             

----------------------------------------                          -----------------------------

                 (სახელი, გვარი)                                                              (ხელმოწერა)   

 

აუქციონში გამარჯვებული პირი

                    მყიდველი:

 ---------------------------------------                          -----------------------------

                 (სახელი, გვარი)                                                              (ხელმოწერა)   

                                                                                               

----------------------------------    ბეჭდის ადგილი        

 

დანართი 2

დმანისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი

№-------

„------” „-------- ------------------”                                                                                                      ქ. დმანისი

 (რიცხვი, თვე, წელი)

 

წინამდებარე ოქმი გაიცა  -  ________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

_______________________________–პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულ  პირზე:

 (აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).

 

მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

(ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ნაკვეთის ფართობი ,  ქონების სხვა აღწერილობა)

მდებარე ---------------------------------------------------------------------------------------

                                                                    (ქონების მისამართი)

 ქონების საწყისი ფასი –––-–––––--     (––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი.

                                       (ციფრებით)                                (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ -------------------------------მოწყობილ აუქციონზე მის მიერ

შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------

                                                        (ციფრებით)                                    (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა

                                                                                                                                (შემდგომში – ქონება)

                                                                                                                                                         (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა)

მყიდველი (გამარჯვებული) ვალდებულია:

(აუქციონის პირობები:)

ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ------------  (----------------------------)  ლარი

                                                                          (ციფრებით)                  (სიტყვიერად)

გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან -----------------------------------------  ვადაში

                                                                         (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)

შემდეგ საბანკო ანგარიშზე N______________________________ მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა;

ბ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

გ)________________________________________________________________________________________

დ)_______________________________________________________________________________________

ე)________________________________________________________________________________________

სხვა პირობები და ვალდებულებები:

1) მყიდველი ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და/ან 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს;

2) მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე;

3) გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს;

4) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან;

5) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე,  კერძოდ,

ა) საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) აუქციონის და ოქმის სხვა პირობების ან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ლოტის სრული საპრივატიზებო ღირებულების 0,05 % ოდენობით;

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

6) შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით;

7) თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია;

8) მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას;

9) ქონების პრივატიზებისას მყიდველზე  საკუთრების უფლება გადადის თანხის  მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ; 

10) წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

11) ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს;

12) მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს;

13) ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე                               

----------------------------------------------------               -----------------------------                         

              (სახელი, გვარი)                                                                          (ხელმოწერა)    

აუქციონში გამარჯვებული პირი

 მყიდველი

-----------------------------------------                          -------------------------------

             (სახელი, გვარი)                                                                    (ხელმოწერა)

    

----------------------------------    ბეჭდის ადგილი