„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 272
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004
  • Word
272
27/05/2008
სსმ, 77, 30/05/2008
140.120.000.08.002.004
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №272

2008 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის მე-11 მუხლის მე-6  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს:

ა) თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე;

ბ) შიდა კონტროლის სამსახურის უფროსი;

გ) შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

დ) შიდა კონტროლის სამსახურის სპეციალისტი;

ე) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დირექტორი;

ვ) დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ზ) დაცული ტერიტორიის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

თ) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი;

ი) სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

კ) სახელმწიფო ნაკრძალის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

ლ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი;

მ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ნ) ეროვნული პარკის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი;

ო) აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორი;

პ) აღკვეთილის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე;

ჟ) აღკვეთილის უბნის უფროსი რეინჯერი, რეინჯერი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი