„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე" დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე" დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 14-47
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.156.016012
  • Word
14-47
30/09/2010
სსმ, 38, 15/10/2010
040110000.35.156.016012
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე" დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დმანისის მუნიციპალიტეტი

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №14-47

2010 წლის  30 სექტემბერი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე” დმანისის მუნიციპალიტეტის სკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის №12-33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა,

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 სექტემბრის დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების დებულების დამტკიცების თაობაზე“ №12-33 დადგენილებაში (სსმ III, 13.09.2010წ., №25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მუხლი1

1. დადგენილების სათაურში სიტყვა დებულების” შეიცვალოს სიტყვით წესის” და დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების თაობაზე”.

2. დადგენილების პირველ პუნქტში სიტყვა დებულება” შეიცვალოს სიტყვით წესი” და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი..

    მუხლი 2

1. დადგენილებით დამტკიცებული დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის პირველი პუნქტში სიტყვა დებულება” შეიცვალოს სიტყვით წესი” და წესის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის და სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.”.

2. წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვლის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.”.

3. წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და (არასამეწარმეო) იურიდიულ პრთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).”.

4. წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველი.”.

5. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.”.

6. წესის მე-5 მუხლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით:

7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლიმოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პირგასამტეხლოს.

9. ოქმის მოქმედების პერიოდში ქონების ოქმით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი _ მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, თუ გამარჯვებული პირი დადქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.

12. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.”.

7. წესის მე-7 მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. შესაძლებელია ოქმით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით, სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.

6. ოქმი გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ. მგელაძე