დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 09/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070010010.22.027.014846 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.014.846
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №128
2010 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III,2008წ., №143, მუხ.1423) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააღსრულებო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, გარდა სააღსრულებო მოქმედების ადგილზე შექმნილი დოკუმენტებისა, ბიუროში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ექვემდებარება ამ პროგრამით სავალდებულო რეგისტრაციას.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ.ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები