დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 08/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.014844 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.844
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №54/ნ
2010 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1764) დამტკიცებულ „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-4 მუხლს:
ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ პუნქტი:
„თ1) ლაპარაკის ტესტი (ზეპირი გამოცდა) – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები, რომლებსაც მასწავლებლობის კანიდატი პასუხს სცემს ზეპირი ფორმით. ზეპირი გამოცდა ტარდება კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;“;
ა.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და პ2“ ქვეპუნქტები:
„პ1) საპრეტენზიო კომისია – მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტის ნაწილის მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
პ2) საპრეტენზიო საბჭო – მასწავლებლობის კანიდადტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;“;
ბ) მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ტესტი – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი;“;
გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა;“;
დ) მე-13 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა
1. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების გზით, გარდა უცხოური ენების გამოცდისა.
2. უცხოური ენების გამოცდა ტარდება წერილობითი და ზეპირი ფორმით, ტესტირების გზით.“;
ე) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასერტიფიკაციო გამოცდა წერილობითი ფორმით შესაბამის ნაწილში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. სასერტიფიკაციო გამოცდა ზეპირი ფორმით უცხოურ ენებში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურით, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.“;
ვ) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წერით გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე ერთი საათის განმავლობაში. ზეპირ გამოცდაზე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე 20 წუთის განმავლობაში.“.
ზ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასერტიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო სექტორში განთავსებულ მასწავლებლობის კანდიდატებს კურატორი/მეთვალყურე განუმარტავს მის უფლება-მოვალეობებს, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, ტესტის შევსების ან/და ზეპირი გამოცდის წესებს, რის შემდეგაც იწყება საგამოცდო დროის ათვლა, რომელიც განისაზღვრება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კურატორი/მეთვალყურე უზრუნველყოფენ, რომ დროის ათვლის დაწყებამდე მასწავლებლობის კანდიდატს არ ჰქონდეს მუშაობის დაწყების საშუალება.“;
თ) მე-18 მუხლის:
თ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სასერტიფიკაციო გამოცდა“;
თ.ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება. ფურცლების გამოყენება შესაძლებელია ზეპირი გამოცდის დროს მეთვალყურესთან/კურატორთან შეთანხმებით;“;
თ.გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი:
გ1) ზეპირი გამოცდის დროს სახელისა და გვარის და სხვა ისეთი სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;“;
თ.დ) მე-4 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წერითი გამოცდის დროს მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება; ზეპირი გამოცდის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
ზ) მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ მუშაობის გაგრძელება.“;
ი) მე-19 მუხლის:
ი.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.“;
ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მასწავლებლობის კანდიდატი იხსნება სასერტიფიკაციო გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
კ) მე-20 მუხლის:
კ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომები გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ სწორდება სასერტიფიკაციო გამოცდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.“;
კ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება. ზეპირი გამოცდის დროს ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, არ გასწორდება.“;
კ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მასწავლებლობის კანდიდატის ნაშრომი არ გასწორდება.“;
ლ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მასწავლებლობის უფლების მოპოვების საფასური მოიცავს:
ა) სასერტიფიკაციო გამოცდის საფასურს თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე 25 ლარს;
ბ) მასწავლებლობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე შეადგენს 30 ლარს.“;
მ) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-3 პუნქტი:
„3. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, მასწავლებლობის კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. თანხის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.“;
ნ) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:
„თავი II1
სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განიხილვა
მუხლი 221. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.
2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის:
ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 222. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი
1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს დავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების 221 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.
4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.
7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
8. საპრეტენზიო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 223. სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მასწავლებლობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.
2. მასწავლებლობის კანდიდატი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. სასერტიფიკაციო გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) სხვა მასწავლებლობის კანდიდატის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მასწავლებლობის კანდიდატისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს მასწავლებლობის კანდიდატს.
6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მასწავლებლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე, ხოლო მასწავლებლობის კანდიდატის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;
ბ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგამოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
მუხლი 224. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება
1. მასწავლებლობის კანდიდატს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. მასწავლებლობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას მასწავლებლობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო ბარათი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები