დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 06/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 08/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.11.004.014837 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.837
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №6
2010 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-6 პუნქტების, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1
„ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 10 ივნისის №5 დადგენილებაში (სსმ III, 15.06.2010 წ., №68, მუხ. 1011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საინვესტიციო დანიშნულების უმაღლესი ხარისხისა და სინჯის 1/10, 1/4, 1/2, 1, 5 და 10 უნცია ოქროს მონეტები, რომელიც მზადდება ერთნაირი დიზაინით“.
2. დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ცალკეულ შემთხვევაში, მახასიათებლების შეუცვლელად მიმოქცევის ბანკნოტების/მონეტების დამზადებისას გამოშვების წლის და/ან ხელმოწერის ცვლილება შეიძლება არ განხორციელდეს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით“.
მუხლი 2
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკის ფულის ნიშნებით შეუფერხებლად მომარაგების და ეროვნული ვალუტის მონეტების მარაგების შევსების მიზნით.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები