დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1299 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 02/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.22.024.014930 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.014.930
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/1299
2010 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანებით (სსმ III, 11.09.2007წ., №127, მუხ. 1391) დამტკიცებული სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს. მყიდველს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები