დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 16/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №259
2008 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007წ., №120, მუხ. 1309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება.“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.“;
ბ.ბ) მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები;
ბ.გ) მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები;
ბ.დ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;
ბ.ე) მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები;
ბ.ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ:
ა) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა;
ბ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის გამო;
გ) ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.“;
ბ.ზ) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“;
ბ.თ) მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი;
ბ.ი) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.“;
ბ.კ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სამსახურის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.“;
ბ.ლ) მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ანალიტიკური სამმართველო;
ბ) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;
დ) მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველო;
ე) ადმინისტრაციული სამმართველო.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 15 მაისიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები