„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 02/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
586
30/07/2010
სსმ, 94, 02/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №586

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – ხელფასის დაქვითვის ერთდროულად დაკისრების ან ხელფასის დაქვითვის მოქმედების პერიოდში ხელფასის დაქვითვის ხელახლა დაკისრების პირობის წარმოქმნის შემთხვევაში, ჯამდება თითოეული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ხელფასიდან დასაქვითი თანხა.“;

ბ) 142-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 142. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა

1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს ან ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვს თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვს თვემდე ვადით.

შენიშვნა:

1.სამხედრო ხელმძღვანელობის (მეთაურის) ფუნქციონალური მოვალეობების შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად ჩაითვლება აგრეთვე ის შემთხვევები, როდესაც სამხედრო ხელმძღვანელობის (მეთაურის) დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედრო მოსამსახურე ან ქვედანაყოფი ვერ მიაღწევს საბრძოლო მზადყოფნისათვის (მათ შორის, ფიზიკური მზადყოფნა) დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

2.ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გეგმას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“;

გ) 178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 178. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა

1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას:

ა) ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვიდან ექვს თვემდე ვადით – არაერთგზის ჩადენილი პირველი ქმედებისათვის;

ბ) სამსახურიდან დათხოვნას – არაერთგზის ჩადენილი მეორე ქმედებისათვის.

შენიშვნა:

1. ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების პერიოდულობა დგინდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ.

2. სამხედრო მოსამსახურეზე ამ მუხლის მეორე პუნქტი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში (მაგრამ არანაკლებ 1 თვისა), ვერ შეასრულებს დადგენილ ფიზიკურ ნორმატივებს.“;

დ) 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 182. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა

1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვს თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.

შენიშვნა:

1. სამხედრო ხელმძღვანელობის (მეთაურის) ფუნქციონალური მოვალეობების შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად ჩაითვლება აგრეთვე ის შემთხვევები, როდესაც სამხედრო ხელმძღვანელობის (მეთაურის) დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედრო მოსამსახურე ან ქვედანაყოფი ვერ მიაღწევს საბრძოლო მზადყოფნისათვის (მათ შორის, ფიზიკური მზადყოფნა) დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

2. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გეგმას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“;

ე) 217-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 217. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა

1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას:

ა) ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვიდან ექვს თვემდე ვადით – არაერთგზის ჩადენილი პირველი ქმედებისათვის;

ბ) სამსახურიდან დათხოვნას – არაერთგზის ჩადენილი მეორე ქმედებისათვის.

შენიშვნა:

1.ფიზიკური ნორმატივები და მათი ჩაბარების პერიოდულობა დგინდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ.

2. სამხედრო მოსამსახურეზე ამ მუხლის მეორე პუნქტი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში (მაგრამ არანაკლებ 1 თვისა) ვერ შეასრულებს დადგენილ ფიზიკურ ნორმატივებს.“;

ვ) 224-ე მუხლის პირველ პუნქტში:

ვ.ა) სიტყვები (ციფრები): „178-ე მუხლის მე-2 პუნქტით;“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „178-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით;“;

ვ.ბ) სიტყვები (ციფრები): „217-ე მუხლის მე-2 პუნქტით.“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით) „217-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით.“;

ზ) 225-ე მუხლში:

ზ.ა) სიტყვები (ციფრები): „142-ე მუხლის მეორე პუნქტით;“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „142-ე მუხლით;“;

ზ.ბ) სიტყვები (ციფრები): „178-ე მუხლის პირველი პუნქტით;“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „178-ე მუხლის პირველი პუნქტით და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით;“;

ზ.გ) სიტყვები (ციფრები): „217-ე მუხლის პირველი პუნქტით.“ შეიცვალოს სიტყვებით (ციფრებით): „217-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.“;

თ) 226-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები (ციფრები): „142-ე მუხლის პირველი პუნქტით;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი