„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 08/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.014840
  • Word
559
07/07/2010
სსმ, 82, 08/07/2010
190040000.22.033.014840
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.840

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №559

2010 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული  ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის  13 ნოემბრის №737 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების  (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №737 ბრძანებაში (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1616) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტის დებულების (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება;“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახორციელებს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობისა  და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“.

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის  დეპარტამენტის დებულების (დანართი №3):

ა) მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია;“;       

ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და დეპოზიტების დეპარტამენტის მიერ ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი