დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 38, 15/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.143.016001 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება #37
2010 წლის 30 სექტემბერი
ქ. ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №29 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,„ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ თანხმობის გაცემას“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები