დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 13/05/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №250
2008 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შემოსავლების სამსახურის:
ა) უფროსის მოადგილე;
ბ) საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი, მთავარი სამმართველოს და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი, უფროსი მზვერავი;
გ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი;
დ) რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
ე) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის უფროსი;
ვ) აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
ზ) საბაჟო საგუშაგოს უფროსი და მისი მოადგილე;
თ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი და მისი მოადგილე;
ი) სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები