,,საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი ახალსოფლის სატყეოდან ყარაჯაანთ საყდრის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (35.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი ახალსოფლის სატყეოდან ყარაჯაანთ საყდრის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (35.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 248
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 13/05/2008
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.08.002.004
  • Word
248
10/05/2008
სსმ, 71, 13/05/2008
390.040.050.08.002.004
,,საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი ახალსოფლის სატყეოდან ყარაჯაანთ საყდრის მიმდებარედ მიჩენილი უბნის (35.0 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №248

2008 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი ახალსოფლის სატყეოდან ყარაჯაანთ საყდრის მიმდებარედ  მიჩენილი უბნის  (35.0 ჰა  ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი ახალსოფლის სატყეოდან ყარაჯაანთ საყდრის მიმდებარედ გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყარაჯაანთ საყდრის მიმდებარედ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ახალსოფლის სატყეოდან კვარტალ №101-ში უბანი №6-დან ფართობი 1.5 ჰა, უბანი №9-დან 3.4 ჰა, უბანი №10-დან 4.0 ჰა, უბანი №12-დან 1.5 ჰა, უბანი №13-დან 11.0 ჰა, უბანი №14-დან 0.8 ჰა, უბანი №15-დან 1.2 ჰა, უბანი №17-დან 7.6 ჰა,  უბანი №20-დან 2.0 ჰა, უბანი №21-დან 2.0 ჰა, სულ – 35.0 ჰა;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ)  მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი