„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.034.014925
  • Word
697
30/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
010320020.22.034.014925
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.014.925

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №697

2010 წლის 30 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.04.2005 წ., №52 მუხ. 567) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ 1 “ ქვეპუნქტი:

„კ 1 ) სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ უცხო ქვეყანაში გასამგზავრებელი ვიზების მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;“.

2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საპროტოკოლო სამმართველო;

დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიურო (განყოფილება);“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპროტოკოლო სამმართველოს ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის „კ“, „კ 1 “, „ლ“, „მ“, „ძ“, და „ხ“ ქვეპუნქტებით.“.

მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

ი. მერაბიშვილი