დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი შილდის სატყეოდან ბარცანის და ორსაყდრების ეკლესიების მიმდებარედ მიჩენილი უბნის (31.3 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 10/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 13/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390.040.050.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №246
2008 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი შილდის სატყეოდან ბარცანის და ორსაყდრების ეკლესიების მიმდებარედ მიჩენილი უბნის (31.3 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილი შილდის სატყეოდან ბარცანის და ორსაყდრების ეკლესიების მიმდებარედ გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბარცანის და ორსაყდრების ეკლესიების მიმდებარედ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ყოფილი შილდის სატყეოს კვარტალ №56-ში უბანი №4-დან ფართობი 24.0 ჰა, №5-დან ფართობი 7.0 ჰა, №17-დან ფართობი 0.3 ჰა, სულ – 31.3 ჰა;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები