დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 555 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 08/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.014839 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.839
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №555
2010 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებით (სსმ III, 29.12.2005, №152, მუხ. 1682) დამტკიცებულ „საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიუჯეტო ორგანიზაციები სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში და რეგიონალურ ხაზინებში (შემდგომში – „მომსახურე ხაზინა“) წარადგენენ ინფორმაციას თვის მოსალოდნელ ხარჯებზე სამუშაო კვირების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების აუთვისებელი სახსრები საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი თანხა სახაზინო სამსახურის მიერ გადატანილ იქნება საბიუჯეტო ორგანიზაციის საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შესაბამისი სამუშაო კვირის ნაწილში.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. სახელმწიფო ბიუჯეტის განწერაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე სახაზინო სამსახური განახორციელებს ცვლილებებს საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები