დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 778 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/09/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 01/09/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.015124 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.015.124
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №778
2010 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 (სსმ III, 13.08.2007წ., №113, მუხ. 1256) ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ამ წესის მე-3 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – საქართველოს კანონმდებლობით გასაზღვრული წესით, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი.“
2. ამ წესის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
1. „A” „B”, „C”, „T1”, „T2”, „T3” „T4” კატეგორიების მართვის უფლების მისაღებ თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდაზე დასაშვებად მომზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) შესაბამისი კატეგორიაზე მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა);
დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. „A“, „B“, „C“, “, „D“ „T1“, „E“, „T2“, „T3“, და „T4“ კატეგორიების მართვის უფლების მისაღებ თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდაზე დასაშვებად გადამზადებულმა მძღოლობის კანდიდატებმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მძღოლის მოწმობა;
დ) შესაბამის კატეგორიაზე გადამზადების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა);
ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა:
1. „D“ და „E“ კატეგორიებზე მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად მძღოლობის კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ ამ წესით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების სტაჟი.
2. გაწვევით ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფმა მოსამსახურემ ამ მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად დამატებით უნდა წარმოადგინოს ცნობა სამხედრო ნაწილიდან და პირადობის მოწმობის ასლი.
3. ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ პირის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის პასპორტით ან საქართველოს საგამოცდო სამსახურების მიერ 2006 წლის 1 აპრილიდან გაცემული მართვის მოწმობით შესაძლებელია დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების ამსახველ მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით.“
3. ამ წესის 21-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 211 მუხლი:
„მუხლი 21 1 .
1., სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი, თუ დაინტერესებული პირის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას გამოვლინდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის საფუძველზე.
2. მართვის უფლების მისაღები თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, აგრეთვე ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღსადგენად ამ წესით განსაზღვრულ წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად, დაინტერესებული პირი ვალდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით დადგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დადასტურების მიზნით, დამატებით წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, თუ:
ა) დაინტერესებული პირი ახორციელებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეჩერებული მართვის უფლების აღდგენას;
ბ) დაინტერესებული პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ.
გ) დაინტერესებულ პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი;
დ) არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოება, როდესაც პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.
ე) ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით სააგენტოში დაცულია ინფორმაცია დაინტერესებულ პირზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ვ) დაინტერესებულმა პირმა წარმატებით ვერ ჩააბარა ამ წესის 331 -ე მუხლით განსაზღვრული ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი.
ზ) ცენტრალური გამწვევი კომისიიდან მიღებული ელექტრონული ან მატერიალური ინფორმაციის თანახმად, დაინტერესებული პირი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არის ცნობილი იმ დაავადებებისა და ფიზიკური ანომალიების გამო, რომელიც იმავდროულად უკუნაჩვენებია მექანიკური სატრანსპორტო საშალების მართვისათვის;
3. ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას სააგენტოს თანამშრომელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაში საფუძვლიანი ეჭვის გაჩენისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო (ან მისი თანამშრომელი) არ არის ვალდებული, დაასაბუთოს დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.
5. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, დაინტერესებულ პირზე მართვის უფლების მინიჭების ან აღდგენის საკითხი განიხილება, მხოლოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ პირის სამხედრო სამსახურისათვის გავარგისებულად ცნობის შემდგომ.
6. სოფლის ან/და დაბის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძღოლ-კანდიდატებს უფლება აქვთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა „A“, „B“, „C“, „T1“’ , „T2“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთის ნაცვლად წარმოადგინონ გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ გაცემული სარეკომენდაციო ბარათი (დანართი №7 ).
4. 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 331 მუხლი:
„მუხლი 33 1 . ფერთა აღქმის ტესტი
1. მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაშვებამდე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია გაიაროს ფერთა აღქმის ელექტრონული ტესტი. ტესტი მიზნად ისახავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის დაინტერესებული პირის მიერ ფერთა აღქმის (შეგრძნების) შესაბამისობის შემოწმებას. ტესტი შედგება სამი ილუსტრირებული კითხვისაგან, თითოეული ტესტის კითხვა მოიცავს ოთხ სავარაუდო პასუხს, რომლიდანაც სწორია მხოლოდ ერთი. მძღოლობის კანდიდატს ევალება სავარაუდო პასუხებიდან ამოირჩიოს სწორი პასუხები. ფერთა აღქმის ტესტის დადებითი შეფასების მისაღებად საჭიროა 10 წუთის განმავლობაში სამივე კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა.
2. პირი, რომელმაც ფერთა აღქმის ტესტის ჩაბარებისას ვერ მიიღო დადებითი შეფასება, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენის შემდგომ.
3. ფერთა აღქმის ტესტს შეიმუშავებს სააგენტო.
4. სწორი პასუხის დაზეპირების გამორიცხვის მიზნით, დაინტერესებული პირისათვის ფერთა აღქმის ტესტი ხელმისაწვდომია, მხოლოდ ტესტირების მსვლელობისას.“.
5. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოთხოვნის შესაბამისად მძღოლის მოწმობა შესაძლებელია გაიცეს შეზღუდული ვადით, რის შესახებაც მძღოლის მოწმობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დოკუმენტის კომენტარები