სს "ბანკი ქართული კაპიტალის" გაკოტრებულად გამოცხადებისა და ბანკში ლიკვიდაციის როცესის შეწყვეტის შესახებ

  • Word
სს "ბანკი ქართული კაპიტალის" გაკოტრებულად გამოცხადებისა და ბანკში ლიკვიდაციის როცესის შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 06-03/2
დოკუმენტის მიმღები საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო
მიღების თარიღი 06/03/2009
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
06-03/2
06/03/2009
სსმ, 75, 12/10/2010
სს "ბანკი ქართული კაპიტალის" გაკოტრებულად გამოცხადებისა და ბანკში ლიკვიდაციის როცესის შეწყვეტის შესახებ
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის

განკარგულება №06-03/2

2009 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

სს ,,ბანკი ქართული კაპიტალის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ბანკში ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ

 ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის №119 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული ,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესისა“ და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 25 თებერვლის  №25-02/4 განკარგულების შესაბამისად:

1. სს ,,ბანკი ქართული კაპიტალი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და შეწყდეს მისი ლიკვიდაციის პროცესი.

2. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი,          დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

  სააგენტოს უფროსის მოადგილე ლ. გოთუა