საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
266
26/08/2010
სსმ, 109, 01/09/2010
000000000.00.000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 266

2010 წლის 26 აგვისტო

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახედ სასწავლო უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართ­ველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართ­ველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტის სახედ განისაზღვროს სასწავლო უნივერსიტეტი და სა­ჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სუბ­ტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწო­დოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სუბტროპი­კული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერ­სიტეტი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სუბ­ტრო­პი­კული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნი­ვერ­სიტეტი ჩაითვალოს „საქართველოს სუბტროპიკული მე­ურ­ნე­ობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართ­ლის იუ­რიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №507 ბრძანებულებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინი­სტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ სა­ქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №647 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებე­ბის შეტანა.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური