2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 109, 01/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
268
01/09/2010
სსმ, 109, 01/09/2010
000000000.00.000.000000
2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 268

2010 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­ბა­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად შეიქმნას 2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისია შემდეგი შემად­გენ­­ლობით:

გიორგი ბოკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მი­­ნისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტრის პირველი მოადგილე, კო­მი­სიის თავმჯდომარის მოადგილე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის პირველი მოადგილე

მეგი გიორგობიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურ­სე­ბის მართვის დეპარტამენტის კონ­­­­სულტანტი, კომისიის მდივანი

სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სა­მინისტროს საერთაშორისო ორ­გა­ნიზაციების დეპარტამენტის დი­რექტორი

გიორგი ხოჯევანიშვილი –  საქართველოს სასჯელაღს­რულე­ბის, პრობაციისა და იურიდიული დახ­მარების საკითხთა სამინის­ტ­როს საზოგადოებასთან ურთიერ­თობის დეპარტამენტის საერთაშო­რისო ორგანიზა­ცი­ებ­თან ურთიერ­თო­ბის სამმარ­თვე­­­­­ლოს უფროსი.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ბესარიონ ალავიძეს – ქ. თბილისის სააპელაციო სასამარ­თლოს მოსამართლეს

გიორგი ტუღუშს – საქართველოს სახალხო დამც­ველს.

    მუხლი 2.

დამტკიცდეს 2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრ­ჩევი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარ­მო­მადგენლის კანდიდატურის შემრჩევი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათ­ბი­რო ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას 2010 წელს გაე­როს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომად­გენლის კანდიდატურის შერჩევის თაობაზე.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2. კომისიის საქმიანობის მიზანი

კომისიის საქმიანობის მიზანია 2010 წელს გაეროს წამების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის კანდი­და­ტურის შერჩევა.

    მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდო­მა­რე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.

3. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანი­ზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისა­თვის.

    მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია კანდიდატის შერჩევის მიზნით ატარებს გასაუბ­რებას და აფასებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისობას გაეროს წა­მების აღკვეთის ქვეკომიტეტში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციასთან.

2. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეო­ბით. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოად­გილე.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კო­მისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომი­სი­ის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატს საქართველოს საგა­რეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს გაეროს ადამიანის უფლე­ბა­თა უმაღლესი კომისრის ოფისსა და წამების წინააღმდეგ ქვეკომი­ტეტის სამდივნოს.

    მუხლი 5. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვ­ლე­ბა, თუ მას მხარს უჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავ­ლე­სობა. გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის წესით. ხმე­ბის თა­ნაბ­­რად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდო­მარის ხმა.

2. გასაუბრების მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რო­მელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე კო­მისიის წევრები და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კო­მისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავ­შეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნების­მიერი განსხვავებული აზრი.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველ­ყოფას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის­ტრო.

    მუხლი 7. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატე­ბების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილე­ბე­ბისა და დამატებების შეტანა ხდე­ბა საქართველოს მთავრობის დ­ადგენილებით.