„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 31/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 040040040.22.055.015118
  • Word
42
30/08/2010
სსმ, 108, 31/08/2010
040040040.22.055.015118
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.055.015.118

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  მინისტრის

ბრძანება 42

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 157) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „ბავშვთა” ან „ახალგაზრდული“ სტატუსის მქონე კავშირმა, რომელსაც სურს სახელმწიფოსაგან ფინანასური დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადება რეესტრში გატარების შესახებ.”;

ბ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კავშირი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ.”;

გ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.”;

დ) დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მოქმედი კანონმდებლობის შესაბემისად.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვლ. ვარძელაშვილი