„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 31/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040040040.22.055.015119
  • Word
40
30/08/2010
სსმ, 108, 31/08/2010
040040040.22.055.015119
„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.040.040.22.055.015.119

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა   მინისტრის

ბრძანება 40

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდი მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინაშე.“.

ბ) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, 76ბ.“.

გ) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფონდის მიზნები და ამოცანებია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) დებულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოამზადოს საკითხები ფონდის კომპეტენციის სფეროებიდან და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს;“;

ე) დებულების მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს ფონდის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;“;

ვ) დებულების მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;“;

ზ) დებულების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„V. ფონდის სახელმწიფო კონტროლი

 9. ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, როგორც ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

 10. საქმიანობას, რომლისათვისაც საჭიროა სპეციალური თანხმობა, ფონდი განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილი ორგანოებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ.

11. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“;

თ) დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.“;

ი) დებულების VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VII. დასკვნითი დებულებები

14. ფონდის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს ფონდის დირექტორი საქართველოსსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

15. ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

16. ფონდის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვლ. ვარძელაშვილი