,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 04/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.531
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
147
02/08/2006
სსმ, 103, 04/08/2006
040.030.000.10.003.000.531
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2006 - 03/03/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2006 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერთების გზით და ეწოდოს მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –­ თბილისის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს პროექტის მომზადება საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი