დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 688 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 31/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.015114 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.015.114
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №688
2010 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებულ „საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გამოგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ერთი გამომგზავნის (მიმღები ფიზიური პირის შემთხვევაში, როცა საქონელი გადაადგილდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით, გამომგზავნი (ექსპორტიორი) და ხელშეკრულება შეიძლება იყოს ერთზე მეტი) მიერ, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთი და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთი და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია;“.
2. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გრაფა 2 “ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი. თუ ფიზიკური პირის (მიმღების) მისამართით საქონლის გამომგზავნი ერთზე მეტი პირია, მიეთითება „სხვადასხვა“.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები