,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/05/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 08/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004.
  • Word
230
08/05/2008
სსმ, 70, 08/05/2008
140.080.000.08.002.004.
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №230

2008 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სოციალური დაცვის დამატებითი ნორმის სახით დაუწესდეთ კვების ხარჯები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის განყოფილების თანამშრომლებს – ყოველთვიური კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;

ბ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:

ბ.ა) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს, სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

გ) სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:

გ.ა) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი;

გ.ბ.) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

გ.გ.) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

დ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს;

დ.ა.) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი;

დ.ბ.) წეროვანის სამთავრობო რეზიდენციის დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი