დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 229 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 02/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 05/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400.010.020.08.002.004. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №229
2008 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:
1. 2008 წლის 8 მაისს გაიხსნას (ამოქმედდეს) ყულევის საზღვაო ნავსადგურის სასაზღვრო გამტარი პუნქტი.
2. ყულევის საზღვაო ნავსადგურის სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლები განისაზღვროს ყულევის საზღვაო ნავსადგურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვრების შესაბამისად.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაატაროს სათანადო ღონისძიებები ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები