„ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 15 აგვისტოს №1-1/793 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 15 აგვისტოს №1-1/793 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300180000.22.024.014915
  • Word
1-1/1263
28/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
300180000.22.024.014915
„ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 15 აგვისტოს №1-1/793 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.014.915

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

 მინისტრის ბრძანება №1-1/1263

2010 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 15 აგვისტოს №1-1/793 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

           მუხლი 1.

ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 15 აგვისტოს №1-1/793 ბრძანებით (სსმ III, 18.08.2006წ., №110, მუხ. 1515) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ატარებენ დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმების სამუშაოებს. მასში აღწერილია პროცედურები და განსაზღვრულია ზეგავლენის მქონე ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია დამოწმებისადმი სწორი მიდგომის შერჩევასთან. ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს პირველადი და პერიოდული დამოწმების სამუშაოები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული აკრედიტაციის მიხედვით (შემდგომში – დამმოწმებლები). პირველადი დამოწმების მიზანია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში გაშვებამდე დაკანონებული გაზომვის საშუალებების შესაბამისობა დამტკიცებულ ტიპთან. ამასთან, მისი დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლები იყოს დასაშვებ ზღვრებში და ის სათანადოდ ფუნქციონირებდეს. პერიოდული დამოწმების მიზანს წარმოადგენს უკვე დაკანონებული გაზომვის საშუალებების მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა. დაკანონებული გაზომვის საშუალებები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარება სავალდებულო და პერიოდულ დამოწმებას შეიძლება იქნეს დაკალიბრებული.“.

2. მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ“ დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონებით (გაზომვის სტანდარტით) უზრუნველყოფილ სიდიდის მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) შორის და მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად.“.

3. მე-2 პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ნ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს ექსპერტიზას და გაზომვის საშუალების ნიშანდებას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დად-გენილ მოთხოვნებს.“.

4. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. დამოწმების სპეციალისტები მომზადებული უნდა იყვნენ ზოგად და საკანონმდებლო მეტროლოგიის საკითხებში, მათ უნდა ქონდეთ გავლილი სპეციალიზებული მომზადება კომპეტნციაში შემავალ კონკრეტულ სფეროში. მათი მუშაობა შეფასდება პერმანენტულად დამოწმების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე.“.

5. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11 დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება ტარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. პერიოდული დამოწმება ტარდება დაკანონებული გაზომვის საშუალებისათვის იურიდიული ვარგისობის შენარჩუნების დადგენის მიზნით, აგრეთვე ამ სტატუსის დადასტურებისათვის ან მოხსნისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, რათა განხორციელდეს მისი აღდგენის ღონისძიებები. შეიძლება დამოწმდეს ტიპის თითოეული დაკანონებული გაზომვის საშუალება ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების მოცემული ერთობლიობის სათანადო ნიმუში. ერთობლიობის მხოლოდ ნიმუშის პერიოდული დამოწმება ტარდება ექსპლუატაციაში მყოფი დაკანონებული გაზომვის საშუალებების შესაბამისობის მისაღები მუდმივი დონის უზრუნველსაყოფად. პერიოდული დამოწმება შესაძლოა ეხებოდეს არა მარტო დაკანონებულ გაზომვის საშუალებას, არამედ შესაძლოა ჩატარდეს მისი დაყენების, ექსპლუატაციის, გაზომვის პროცესის სისწორისა და გარემო პირობების შემოწმების, აგრეთვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოჩენის მიზნით. პერიოდული დამოწმება ტარდება დადგენილი ინტერვალის გასვლის (თუ არ არის სხვა საფუძველი) ან დაკანონებული გაზომვის საშუალების მუშაობის შესაძლო გაუარესების, კომპონენტების დაძველების და ცვეთის, მტვრის ან ჭუჭყის მოხვედრის შედეგად, გარემოს ზემოქმედების შედეგად, ისეთი როგორიცაა არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული ვიბრაცია და დარეგულირება. ზოგიერთი დაკანონებული გაზომვის საშუალება განსაკუთრებით ექვემდებარება ასეთ ზემოქმედებას მექანიკური დარტყმების და ძაბვის მკვეთრი ცვალებადობის, ზუსტი მიმართვის ან ზემოქმედებისადმი დაბალი წინაღობის გამო. შესაბამისობის დონის შენარჩუნება ან პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ დაკანონებული გაზომვის საშუალებებთან, ტიპთან, მწარმოებლებთნ, გამოყენების სფეროებთან ან ექსპლუატაციის ადგილთან, ასევე შესაძლოა გახდეს პერიოდული დამოწმების მიზეზი. პერიოდული დამოწმების მიზეზი შეიძლება იყოს დაკანონებული გაზომვის საშუალების არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ან შემოსული საჩივრები, რომლებიც შეიძლება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების საფუძველი გახდეს.“.

7. მე-18 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. პერიოდული დამოწმების შედეგები ძალაშია მომდევნო დამოწმებამდე. შედეგები ავტომატურად ითვლება ძალადაკარგულად, თუ განხორციელდა არაპერიოდული დამოწმება. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო პერიოდის ათვლა დაიწყება არაპერიოდული დამოწმების ჩატარებიდან. დაკანონებული გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმების ინტერვალი დადგენილია საქართველოს კანონით „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ.„.

9. მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. დაკანონებული გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმების ინტერვალი დადგენილია საქართველოს კანონით „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ.“.

10. 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. პირველადი დამოწმების შედეგი შეიძლება იყოს დაკანონებული გაზომვის საშუალების მიღება ან დაწუნება, ან მიღება სპეციალური პირობების შესრულების შემდეგ. დაკანონებული გაზომვის საშუალების მიღება ნიშნავს, რომ დაკანონებული გაზომვის საშუალება ჩითვლება იურიდიულად ვარგისად და დაკანონებული გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ბეჭედი ან დაღი, და გაიცემა მოწმობა. თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება პასუხობს პერიოდული დამოწმების მოთხოვნებს, მაშინ ის კვლავ ჩიათვლება იურიდიულად ვარგისად და დარჩება ექსპლუატაციაში. თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება აღიარებულია უვარგისად, მომხმარებელს უნდა ეცნობოს ამის მიზეზი და, თუ ეს საჭიროა, მიეცეს რეკომენდაციები დაკანონებული გაზომვის საშუალების იურიდიულად ვარგისის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით.“.

11. 29-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

           მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია