დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 220 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 30/04/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 02/05/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №220
2008 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., № 19, მუხ. 223) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესდების 266-ე მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი:
„31. ამ წესდების 151-153-ე და 191-193-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას დაკარგული, დაზიანებული თუ სამოქალაქო პირებისათვის გადაცემული ნივთების ღირებულება ანაზღაურდება მათი პირველადი საბალანსო ღირებულების (ნივთებზე დარიცხული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება) და ჩადენილი სამართალდარღვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურის მიერ მიღებული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები