"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016002
  • Word
48
29/09/2010
სსმ, 36, 11/10/2010
010250020.35.122.016002
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №48

2010 წლის 29 სექტემბერი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ1 ქვეპუნქტი:

 „მ1) მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებაში; მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს; შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას; მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევებზე შეიმუშავებს და შესაბამის თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს.“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადამიანის უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფი.“;

გ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ადამიანის უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფი წინასწარ შეისწავლის და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-2 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებს.“.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეტრეველს.

4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე   მ. საღარეიშვილი