„ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 30/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 300180000.22.024.014914
  • Word
1-1/1262
28/07/2010
სსმ, 93, 30/07/2010
300180000.22.024.014914
„ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.22.024.014.914

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

 მინისტრის ბრძანება №1-1/1262

2010 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1109 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1109 ბრძანებაში (სსმ III, 24.10.2006წ., №145 მუხ. 2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე და „სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგულირებელი კანონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების მე-10 პუნქტის შესასრულებლად:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსაფრთხოების მახასიათებლებს იმ დაკანონებული გაზომვის საშუალებების მიმართ, რომელთა გაზომვის შედეგები გამოიყენება საგადასახადო, საბაჟო და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისათვის, ასევე იმ გაზომვებში, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს ადმინისტრაციულ დაჯარიმებას, წარმოადგენს:

ა) დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ან აღიარების არსებობა გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწიფო რეესტრში;

ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება;

გ) დაკანონებული გაზომვის საშუალბების ექსპლუატაციის დადგენილი პირობების დაცვა;

დ) დაკანონებული გაზომვის საშუალებების გაზომვის შედეგების მიკვლევადობის უზრუნველყოფა მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს დონეზე.“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია