დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 04/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.10.003.000.530 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №146
2006 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №56, მუხლი 681) დამტკიცებულ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის;“;
ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები