დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 12/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016021 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/10/2010 - 24/11/2010)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 29 სექტემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 5%.
2. სხვა უძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.
3. მოძრავ ნივთებზე – ნივთის საბაზრო ღირებულების 5%.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასსა და ტერიტორიული ზონების საზღვრებს განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები