დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 704 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 31/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №704
2010 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის № 622 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №184, მუხ. 1884) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
დ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ი) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
კ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ლ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ჟ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
რ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11 . ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შესაყვანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის კანდიდატურას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის კანდიდატურას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
ა) “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;
ბ) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;
გ) აშშ იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
დ) ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;
ე) არასამთავრობო ორგანიზაცია – „თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელს.“;
დ) ბრძანებულებით დამტკიცებულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41 . საკოორდინაციო საბჭოს ანგარიშვალდებულება
საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისწინაშე. საკოორდინაციო საბჭო საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები