„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 702
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 31/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
702
31/08/2010
სსმ, 108, 31/08/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №702

2010 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა (მათ შორის სამხედრო-სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების და მსმენელების), სამოქალაქო პირთა (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეების) და სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეების:“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ. სააკაშვილი